გარინდებულა მოსკოვი და არ ისმის ჩქამი, ტრაურის ბაფთით შემოსილა ყოველი ქუჩა. ბელადის გამო მათი სევდა უსაზღვრო არი, გულს კაეშანი კუმშავს. ხალხის ზღვას უხმოდ შევერიე სევდით ავსილი, მწუხარებაში ჩაფლული ვარ ლამის ყელამდის; მივეჩქარები, რომ ვიხილო ნათელმოსილი ძვირფასი შუბლი დიდი ბელადის. მზერას მითუთქავს საშინელი ცეცხლის ალი და მაინც არ მჯერა, რომ დაგვიდგა დღე დადაგული; ბოღმა მახრჩობს და ზღვა ცრემლებად მოდის თვალიდან, ჩვენს ბრძენ ბელადზე მიტირის გული. სამგლოვიარო ისმის მარში, ვიოლინოთა გაისმის კვნესა და გულებში ჩამოწვა ბინდი; კუბოსთან ვდგავარ, ფიცს ვიძლევი, არ დავივიწყო მამა და ჩვენი ბელადი დიდი. მე ფიცს ვდებ, მუდამ ფეხაწყობით უნდა ვიარო ამ ჩვენს მეგობრულ, ძმურ ოჯახში, ძვირფასო სტალინ, მუხლჩაუხრელად ვატარო და არ შევარხიო შენ რომ გვიბოძე, იმ დროშის ტარი. დღეს, როცა თავზე გლოვის თალხი გადაგვეფარა და უსაშველო მწუხარება ჩვენი ზღვას ერთვის, ვფიცავ, არასდროს დავიშურებ ჭაბუკურ ძალას ჩემი დიადი სამშობლოსათვის! სახელი „სტალინ“ გადასწვდება საუკენეებს, იცოცხლებს მარად, იფრიალებს ჟამიდან ჟამად; სახელი „სტალინ“ გაგვინათებს ყველა უკუნეთს და იკაშკაშებს, როგორც მზე და ვარსკვლავი ღამის.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005