ქვემოთაც და ზემოთაც ყინულია ბასრი, - გავანგრიო ზემოთ თუ გამოვბურღო ძირში? უნდა ამოვცურდე, არ წამერთვას სასო, იქ კი - რბენა საქმეზე ვიზის მოლოდინში. ჩემს ზემოთა ყინულო, ჩამოიფშვენ ქვევით! ვით კავისგან მხვნელი, ოფლის ღვარში ვდნები. დავბრუნდები შენთან, ვით სიმღერის გემი, შემომრჩება ხსოვნა ძველი სტრიქონების. საუკუნის ნახევრის ჯერ არა ვარ სრულად, ორმოცს გადავაბიჯე, ეს თორმეტი წელი შენითა და უფლით მიდგას მხოლოდ სული, აღსასრულის სიმღერაც მაქვს უფლისთვის წრფელი.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005