გუშინ, ღამით, რესტორანში მითხრეს მკვახე არაკი (ეტიკეტსაც იცავდნენ და იუმორიც ერიათ), რომ აორთქლდა ხიზილალა და აიჭრა არაყი, რაკეტების დარგში კი მეცნიერი ჰყოლიათ. რას არ შევხვდი ამქვეყნად უთავბოლო სრბოლაში, არყის მეინახენიც უამრავი მყოლია; არასოდეს ვუცქერდი, რა ცურავდა ბოკალში და პასუხსაც ვაძლევდი, თუ შეკითხვა მქონია. აი, ის ქედმაღალი, რიშელიეს მსგავსი, გულკეთილი პაპივით - გმირი ძველი დრამის, ატელიეს ხელმძღვანელობს და არ არის ნავსი, არ ყოფილა „საიდუმლო რაკეტჩიკის“ დარი. სიმებჩაწიკწიკებული მე გიტარა მკიდია და ვამაყობ, რადგანაც მოდაში ვარ ჯერაც. მეცნიერებისადმი ვიცი, ლტოლვა დიდია, მაგრამ გoტარისკენაც გაურბის ხალხს მზერა. დავიძახე „ვაი“ და დავამსხვრიე ბოკალი, იმათ კიდევ გიტარა შემაჩეჩეს იმ წამს, დავუკარ და ავმღერდი, დარდი ხმაში მოვკალი, - სიყვარულმა დამათრო მვცნიერებისამ. ვმღეროდი და ვფიქრობდი: აგერ ხიზილალა, - თუმც ამბობენ, თევზები გაწყდა მდინარეში; ჩემი მეცნიერი კი ,ალბათ,სადმე ზის და მასშტაბური ფიქრისგან ჩამოსვლია ეშვი... ატელიეს საქმიანი დირექტორი ამ დროს დროს არ კარგავს, ჩაკარგულა ქალის ყელსაბამში. მოგვაჩვენა, თითქოსდა სიმღერები ართობს, ნამდვილად კი სახვალიო გეგმებს აწყობს თავში. ცოტა მოგვიანებით კი დამპატიჟა შინა, მაგნიტოფონს ეცა და გაიხარა მახრა. მითხრა: „ვიმეგობროთო ოჯახებით“, მე კი: „აგერ ჩემი სახლი და - შენი მოდის სახლი". მე გიტარას შეგნებულად დავაწყვიტე სიმები, მარაგი რომ უხვად მქონდა, გავუმხილე როდი. დავპირდი, რომ შემდგომში ისევ ვესტუმრებოდი, თუკი სტუმრად ვიღაცა მარსიდანაც მოსდის. ვით ასი წლის მოხუცი, ვბრუნდებოდი სახლში, - ფეხებში კი მედებოდა უამრავი ბავშვი; ის ბეჯითი მოწაფეც იჩქაროდა კლასში და თვალები უბრწყინავდა ხუთიანის ცდაში. მეკადრება, სულელს, რაც მოვიმკე, ახია, ბეჯითები ღებულობენ ხუთიანებს, მითქვამს; სულ არ არის საჭირო, სხვის მაგიდას ეახლო და პასუხი გასცე ყველა ბრიყვი კაცის შეკითხვას.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005