- ეი, მძღოლო, ბუტირკისკენ სწრაფად, იმ ხუტორში ციხე მელოდება! - შენ ორი წლით დაგვიანდი, ძმაკაც, ციხი უკვე აგურ-აგურ დნება. - საწყენია, მე კი სისხამ დილას ღვიძლ ადგილას გამირბოდა თვალი... რაღას ვიზამ, წამო „ტაგანკისკენ“, - ჩემთვის ისიც მშობლიური არი. - ძველ „ტაგანკას“ ვეღარ ნახავ, უკვე დაანგრიეს, ეშმაკს წაუღია! - მაშინ, ძმაო, მოვტრიალდეთ უკან, არაფერი გამოვიდა, ძიავ! თუმცა, არა, მოდი, გავაბოლოთ, ანდა იქნებ დაგველია ვედრებით, რომ ბანაკებს ბოლო მოეღოს და ჩამოშვავდეს რუსეთს ციხის კედლები!
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005