დღეს აღარ ისმის გულების ცემა, მან ხეივნებში გადაინაცვლა. ვეცემი, მკერდით ტყვიას ვაციებ და უკანასკნელ ოცნებებს ვმარცვლავ: „ვერ ღავბრუნდები ამჯერად უკვე, მივალ, ჩემს ნაცვლად სხვა ვინმე მოვა. ვერ მოვასწარით მოხედვა უკან, ახლა შვილები მოიხმო ომმა“. ამ ჯოჯოხეთში ვიღაცას დასცდა: „ჩვენს შემდეგ - თუნდაც წარღვნა, მეწყერი!“ მე კი სანგარი დავტოვე, რათა ხვალინდელი დღე გათენდეს ლხენით. ცოტაც და თვალში ჩადგება მწუხრი, ჩავეხუტები მიწას ჩვილივით. ვერ მოვასწარით მოხვდვა უკან, ომში მიდიან ახლა შვილები. ამ შეტევისას ვინ შემცვლის დაჭრილს? სანუკვარ ხიდზე ნეტავ ვინ გავა? თვალი შევასწარ პირტიტველ ყმაწვილს, ვინატრე: „დაე, შემცვალოს ამან!“ და გაღიმებაც მოვასწარ, ვხედავ, მიდის ცვლა ტყვიის ცეცხლსა და თქორში. ვერ მოვასწარით მოხედვა უკან, ახლა შვილები მიდიან ომში. ფრონტის გუგუნი აყრუებს გულებს, ჩემი გული კი რეკავს ხალისით; რა შეაჩერებს ჩემს ბედაურებს - ეს ბოლო სხვისთვის არის საწყისი. ახლა თვალებში ჩადგება მწუხრი, ჩავეხუტები მიწას ჩვილივით. ვერ მოვასწარით მოხედვა უკან, ოშში მიდიან ახლა შვილები.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005