ზის კაბინაში კომენტატორი, ლამაზ სიტყვებით წარამარაობს; „ფიორენტინა“ ბიშოვეცისთვის მილიონს როდი აბნევს ამაოდ. „- პელე მაინც პელე არის, - ასე ვუხსნი ზინიკოს, - მიირთმევენ კრემ-ბრიულეს, პელეც, ჟაირზინიოც“. ჯიბეში არ მიძევს გროში, ცოლსაც ძველმანით ვახარებ. რიო-დე-ჟანეიროში პელე „შევროლეს“ ატარებს. მურს შესჩენია პროკურატურა, - რა მერე, განა უსკდება გული? ჩვენთან რომ იყოს ჩემპიონატი, „МУР“-ს ვეღარ დაუმძვრებოდა მური. „- პელე მაინც პელე არის, - ასე ვუხსნი ზინიკოს, - მიირთმევენ კრემ-ბრიულეს, პელეც, ჟაირზინიოც“. ჯიბეში არ მიძევს გროში, ცოლსაც ძველმანით ვახარებ. რიო-დე-ჟანეიროში პელე „შევროლეს“ ატარებს. იქნეხ ასამდე დათვლაც არ იცის, მაგრამ ნათქვამი კი გამიგონეთ: ტოსტაოს ორი თვალი რომ ჰქონდეს, ხომ გაიტანდა ორჯერ მეტ გოლებს! ჯიბეში არ მიძევს გროში, ცოლსაც ძველმანით ვახარებ. რიო-დე-ჟანეიროში პელე „შევროლეს“ ატარებს.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005