დაკვრა-სიმღერას რომ დავასრულებ, სად დავასრულებ, რაზე - ვინ ხვდება? ერთი კი ვიცი: სიკვდილი, ალბათ, არა და არა, არ მენდომება! ვზივარ ჩამოსხმულ დიდების ჯაჭვზე და ეს დიდება კბილსა მჭრის მეტად... ეჰეი, ვინ ხარ, მუხის კარებზე ძვლით მოკაკუნე, ვიცოდე ნეტა!.. არსაიდან ხმა, - ვიცი, იქ დგანან, მათთან ძაღლთა შიშს არა აქვს ხელი, მაგრამ აშკარად ვხედავ, ღობეზე ისევ ჰკიდია ნაცნობი ცელი... მე გადავხერხავ ვერცხლის საყელოს, ოქროს ჯაჭვს დავღრღნი, ღობესაც გზნებით გადავევლები და იარებით ჭექა-ქუხილებს შევუერთდები!
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005