გემები დგანან - მერე ისევ მიდიან კურსით და ბრუნდებიან, როცა ავი ტაროსი მძლავრობს... სულ ნახევარი წელიწადი - და დავბრუნდები, რათა ისევე ნახევარი წლით გავემგზავრო. ყველა ბრუნდება, გულითადი მეგობრის გარდა, ყველა ბრუნდება, უერთგულეს ქალების მეტი ; ყველა ბრუნდება იმათ გარდა, ვინც საჭიროა, - არც საკუთარი თავის მჯერა და არცა - ბედის. ო, როგორ მინდა, არ ვიფიქრო და ასე მწამდეს, რომ ხომალდების ცეცხლში დაწვა მოდიდან გავა. მე დავბრუნდები მეგობრებში, არ უნდა დავა - და, რა თქმა უნდა, ავმღერდები ნახევარ წლამდეც.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005