თუ მდიდარი ვარ, როგორც ზღვის მეფე, სატყუარათი მომიხმე, თუნდაც, ამ მთელ სამყაროს, თუკი ინნებებ, ამოვაშხეფებ, ფიქრიც არ უნდა ბროლის სახლი მთაზე დგას მისთვის, ჩემსას ყოველთვის ედო ბოქლომი, თქვენ, ჩემო ვერცხლის წყაროებო, საბადოებო ოქროსი. თუ ღარიბი ვარ ქუჩის ძაღლივით, ცარიელია სახლიც და სხვენიც ღმერთო, ისმინე ჩემი ძახილი, არ შემიმოკლო სიცოცხლის დღენი. ბროლის სახლი მთაზე დგას მისთვის, ჩემსას ყოველთვის ედო ბოქლომი, თქვენ, ჩემო ვერცხლის წყაროებო, საბადოებო ოქროსი. სხვას ვის აქვს მსგავსი შუქი და სითბო, დამსაჯე თუნდაც, დამხვრიტე გინდა, შემხედე, ისე გიცქერი, თითქოს ხარ რაფაელის მადონა წმინდა. ბროლის სახლი მთაზე დგას მისთვის, ჩემსას ყოველთვის ედო ბოქლომი, თქვენ, ჩემო ვერცხლის წყაროებო, საბადოებო ოქროსი.
© კახა კახიძემ. თარგმანი, 2006
© აკაკი გაჩეჩილაძე. სიმღერა, 2013