თითქოს ორნალესით, გაუელვა რიჟრაჟმა თვალებს, ჯადოსნური სეზამივით, წამოდგა ჩახმახი, ძაღლი ახსენეო გამოჩნდნენ თოფნი, აფრინდნენ ჭრიჭინები მყრალი მდინარის, გართობა დაიწყო ორთავე ხელით. დავწექით მუცელზე, დავმალეთ ეშვი. ვინც ეცემოდა დროშების იქით მგლის ორმოს გრძნობდა თათების გულით და ვისაც ვერ მისწვდა ტყვია შიშისგან დაწვა, იწყო ცახცახი. არა მსმენია მგლებს უმართლებდეს, ამაოდა ვართ სიყვარულში ერთის ერთგულნი, სიკვდილს მზერა აქვს სანდომიანი, ლამაზი ღიმილი, ჯანმრთელი კბილი. მაშ, მტერს გავუღიმოთ მგლური სიცილით, ჯერ მწევრებს კისრები არ გაქაფიათ, მაგრამ დანამულ სისხლიან თოვლზე მოსჩანს ხელწერა: აღარ ვართ მგლები! ჩვენ მივბობღავდით მწევარივით კუდმიწურული, ზეცას შევყურებდით თავაწეულნი, იქნებ ციდან არის ჩვენთვის მძიმე სასჯელი, ან ხომ არ არის წარღვნა, მაგრამ გვირტყავდნენ რკინის ფრთოსანით. ტყვიის წვიმისგან სისხლში დავსველდით და შევეგუეთ, ჩვენ არ მოვკვდებით ცხელი მუცლებით გავადნეთ თოვლი. ეს სასაკლაო, ღმერთის კი არა, აქ ხელი არის ადამიანის. გაფრენილს ნაფრენში, გაქცეულს ნახტომში. ძაღლების ხროვავ, ჩემს ჯიშს რას ერჩით! თანასწორ ბრძოლაში არ გვყვავს ბადალი, ჩვენ მგლები ვართ! მგლური არის ჩვენი ცხოვრება, თქვენ კი ძაღლებო! ძაღლურია თქვენი სიკვდილი. მტერს გავუღიმოთ მგლური ღიმილით, რომ ამოვწუროთ ჭორების დასტა, მაგრამ დანამულ, სისხლიან თოვლზე მოსჩანს ხელწერა; აღარ ვართ მგლები! ტყისაკენ! ყველა გადარჩენილებს, ტყეს შეაფარეთ ნაშობი ჩვენი, მე კი დავრბივარ სისხლის მსმელებში და ვუხმობ მგლების დაკარგულ სულებს.   ვინც კი გადარჩა გაყუჩებულან, ვარ ჯარისკაცი, მარტო ვარ ომში, მატყუებს თვალი, ყნოსვაც მღალატობს, სად ხართ მოძმენო, ტყის სიამაყევ? ყვითელთვალება, ჩემო ფესვებო! მე ვცოცხლობ, შემომხვევიან მხეცნი, მათ აღარა აქვთ მგლური ჩვევები, ეს ნაგაზები შორეული ნათესავია ჩვენ,ხომ მათ ადრე ნადავლადაც მოვიაზრებდით. მე მტერს ვუცინი მგლური სიცილით, ვაჩენ ჩამომპალ კბილებს, მაგრამ სისხლით დანამულ თოვლზე დნება ხელწერა: აღარ ვართ მგლები!
© სპარტაკ ბაგალიშვილი. თარგმანი, 2015