არ მიყვარს ფატალური გამოსავალი, მე სიცოცხლისგან არასოდეს არ დავიღლები. არ მიყვარს წელიწადის არცერთი დრონი, სადაც მხიარულად მე არა ვმღერი. არ მიყვარს ცინიზმი ცივი. კიდევარ არ მჯერა აღფრთოვნების, როცა ჩემს წერილს კითხულობს უცხო და მითვალთვალებს ზურგს უკან ჩუმად. არ მიყვარს, როცა სანახევროდ ან როცა სანახევროდ შეწყვეტენ სათქმელს. არ მიყვარს როცა მესვრიან ზურგში და მე მზადა ვარ პირისპირ დავდგე.         არ მიყვარს მაძღარ კმაყოფილების, სჯობს მუხრუჭებმა აქ მიღალატოს. დასანანია, როცა „ღირსება“ დავიწყებულა და ღირსებაში უღირსობა იგულისხმება. ან როცა ვხედავ ფრთებს ჩამოტეხილს, ჩემში არ იწვევს ის თანაგრძნობას, არ მიყვარს ძალადობა და უძლურება, მხოლოდ მაწუხებს იესოს ჯვარცმა. ჩემში არ მიყვარს უსუსურობა მე ვერ მოვითმენ უსამართლობას, არ მიყვარს როცა ძვერბიან სულში და უფრო მეტიც როცა აფურთხებენ მას. არ მიყვარს მანეჟები და არენები, იქ ღირებული ხურდავდება გროშზე, დიახ, წინ არის დიდი ცვლილებები, მაგრამ მე მას ვერასოდეს ვერ შევიყვარებ.
© სპარტაკ ბაგალიშვილი. თარგმანი, 2015