თუ მეგობარი, აღმოჩნდა, არც მტერია, არც მოკეთე, თუკი ვერ იგებ, წუთი-წუთს კარგს გიქადის თუ ცუდს, - მთისკენ გასწიეთ – გაბედე! არ მიატოვო მარტო და ერთ თოკზე შენთან ჩაებას – უკეთ გაიცნობ მას. თუკი ჭაბუკი მთებშია, ხალისს კარგავს და – ქვევით სურს, მყინვარზეა და – ყვირილს ტეხს, თუ ვერ იკიდებს ფეხს, - მაშინ, შენს გვერდით უცხოა, სიტყვას ნუ ეტყვი – განდევნე: ისინი მაღლა არ მიჰყავთ, არც უმღერიან მათ. თუ არ წუწუნებს, არ ჩივის, წარბს შეკრავს, მაგრამ – მოგყვება. დაგიჭერს, კვნესაც რომ დასცდეს, თუკი მოსწყდები კლდეს, თუკი მოგყვება მხარდამხარ, მწვერვალზე მარტო არ ახვალ, - მაშ, შეგიძლია ენდო მას, როგორც საკუთარ თავს.
© ვასილ გულეური. თარგმანი, 2008
© აკაკი გაჩეჩილაძე. სიმღერა, 2013