ყინული ზევით, ყინული ქვევით, მე კი შუაში გამომწყვდეული, იმედს არ ვკარგავ, უნდა გავიჭრა, მოვიდე შენთან თუნდაც ეული… ყინულქვეშა ვარ, ვცდილობ, გავბზარო, გაოფლილს მებრძვის ჩემი ცხოვრება, მე დავბრუნდები შენთან, ვით გემი და ყველაფერი მემახსოვრება. ორმოცი წლისამ ვეღარ გავლიე ამ საუკუნის მთლად ნახევარი, თორმეტი წელი შენ გვერდით დავყავ და დამაწია ბედმა მდევარი. თუმც სამსჯავროზე წარვდგები ლექსით, რომელიც შენთვის შემოვინახე, თორმეტი წელი ერთად ვიარეთ _ ასე ვიმართლებ თავს ღვთის წინაშე»…
© სვეტა კვარაცხელია. თარგმანი, 2013