ჩემი ცოლი ალბათ, ცრემლს გამატანს ჭარბად. ჩემს ვალებსაც ისევ გადავკიდებ ძმებს. თითო ჭიქით მტრებიც დამლოცავენ ალბათ, ჩემს სათქმელსაც ვგონებ ამღერებენ სხვებს. აღარავინ მაძლევს, ჩემს საყვარელ წიგნებს, და ჩემი გიტარაც აღარ ჟღერს, ვინ ჩაგიშვებს დაბლა, მაღლა ვინ აგიშვებს, ვინ მოგართმევს მთვარეს, ვინ მოგართმევს მზეს. ვერ გავდივარ გარეთ, ვერც ნებით ვერც გარჯით, მხოლოდ კარებიდან კედლამდე, არ მიშვებენ მარცხნივ, არ მიშვებენ მარჯვნივ, ჩემთვის მხოლოდ ცის ნაგლეჯი და ფიქრი დილამდე. თითქოს ვამსხვრევ ბოქლომს, თითქოს ვამსხვრევ ზღუდეს, თითქოს მიბრუნებენ გიტარას, ნეტავ ვინ დამხვდება, როგორ ჩaმიხუტებს, ანდა თუ მიმღერებს, ვინ და რას.
© ?. თარგმანი, ?
© ?. სიმღერა, 2020