გზა, ვეღარ დავთვალე ელექტრობოძები, მგონია, გზის ბოლოს ვერასდროს მოვძებნი, შენთან ვერ გადმოვალ, თუმც გზა გვაქვს ზიარი, რადგანაც სხვადასხვა მხარეს გვსურს ვიაროთ. გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ, მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე, სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი, შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ. ნეტავ ვინ დამიშლის და მეც მივაბიჯებ და მხოლოდ ბოძები მითვლიან ნაბიჯებს, უსასრულობამდე მოგდევენ ფეხები, ოღონდ გულს ნუ მატკენ სხვა მხარეს შეხვევით, გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ, მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე, სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი, შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ. ნეტავ ვის უღიმი, ვისკენ იყურები, ეგებ წინ სხვა არის და თვალს მიეფარა, ვდუმვარ, ვიხუჭები - მარტო ხარ სრულებით, გასასასვლელი კი კვლავ გამომეპარა..... გთხოვ სხვებს ნუ უყურებ, ნურავის ეძებ, მოდი, გამიღიმე, აგერ ვარ, გვერდზე, სათქმელიც ბევრი გვაქვს, სავალიც ბევრი, შენ თვითონ გადმოდი, თუ მე ვერ შევძლებ.
© დიანა ანფიმიადი. თარგმანი, ?