ზემოთ-ქვემოთ ყინულია, შუაში - მე. ვწამობ. ჩავჭრა? ავამტვრიო? ვიზამ. ვიცი, უნდა ამოვცურო, ვენდო იმედს. იქ კი - საქმე! ვიდრე მოვა ვიზა. შენ, ყინულო, თავზემოთავ, დაიბზარე! ოფლში ვცურავ, მე - მხვნელივით სველი. ხომალდებმა მთელი გზები მოიარეს, დავბრუნდები მეც ლექსებით ძველით. საუკუნის ნახევრამდე - ორმოცს ვძლიე, ვცოცხლობ შენით და განგების ნებით. მაქვს სამღერი, რომ წარვუდგე ყოვლადძლიერს, გავცემ პასუხს, წინ რომ წარვუდგები.
© ნინო დარბაისელისა. თარგმანი, 2015