ვინა სთქვა, თითქოს დაიწვა სულმთლად და დედამიწა ვერ მოგვცემს ნაყოფს?.. ვინ სთქვა, რომ მიწამ შეწყვიტა სუნთქვა? არა, ის მხოლოდ ისვენებს, ხალხნო! ვერვინ წაართმევს მიწას დედობას, როგორც არ ძალუძთ დააშრონ ზღვები. ან უგვან ჭორებს ვინღა ენდობა?.. გესმით?! მან ფერი დაკარგა გვემით. დასერილია ათასი თხრილით და ორმოებიც ჭრილობებია. მიწის ნერვები, მთლად გადახსნილი კიდევ სატანჯველს ელოდებიან. ის გადაიტანს ვაებას, წუხილს და ნუ უწოდებ მიწას ხეიბარს. ვინა სთქვა, თითქოს მას აღარ ულხინს?! არა, ის ფოთლებს კიდევ შეიბამს. "არა!" - გაჰკივის, არ ახსოვს წყლული, კვნესას ძახილი ფარავს სრულიად. არ იღუპება არასდროს სული დედამიწა კი ჩვენი სულია. ვინ დაიჯერა, რომ მიწა დაწვეს? არა, ის მხოლოდ ისვენებს წამით.
© ?. თარგმანი, 2014