მე არ მიყვარს, - კაჭკაჭი რომ ჭიკჭიკებს... როცა მგლებად აფთრებს აკურთხებენ, როცა სულში ხელებს აფათურებენ, მით უმეტეს, - შიგ რომ აფურთხებენ... მე არ მიყვარს, - სახაზინო ახვრები, თავხედი და უტიფარი მზერით... სათვალეში სახეგადანახული, ბრძენის ნიღბით მოტლიკინე შტერი... მე არ მიყვარს, - როცა ვიღაც ნაბიჭვრის, ყალბი სიტყვა მიიჩნევა "სეფედ"... და რამდენი ხიხოც ტახტზე ახოხდა, ყველას რომ აღიარებენ მეფედ... მე არ მიყვარს, - როცა ვინმეს ვაფრთხობ და არც ის მიყვარს, როცა ვუფრთხი რამეს... როცა პატარები იხოცებიან და დიდები უთენებენ ღამეს... მე არ მიყვარს, - როცა ზურგის გლახაკი, თხრის სანგარში გაწირულის საფლავს... რაც არ უნდა იყოს, დიდი მიზეზი, ღალატი და შური რასაც ახლავს... მე არ მიყვარს, - რაც არასდროს მიყვარდა, და არ მომწონს, რისიც არ მაქვს ხოში... მე არ მიყვარს გაწელილი სიკვდილი, და სიცოცხლე, გაჭიმული დროში!
© მიშა იოსელიანი. თარგმანი, 2017